ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს” – თეონა აქუბარდია

“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს – ასე გამოეხმაურა “გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას.

“მე მახსენდება „რუსული კანონის“ მიღების პერიოდი, როცა ივანიშვილმა „ოცნების“ ყველა დეპუტატს მისცა დავალება, რომ უკლებლივ ყველას ხმა ყოფილიყო ამ კანონზე, რადგან ეს ივანიშვილის წინაშე ეს კოლექტიური პასუხისმგებლობა იყო. პოლიტსაბჭოს განცხადებაც იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ იმ დასავლეთს, სადაც თითქოს ორ ფეხზე ღირსებით სვლას და ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ ხალხს. შესაბამისად, ეს შეთქმულების თეორიები და პოლიტსაბჭოს განცხადების შათირისეული სტილი, რომელიც ერთი ერთში დუგინს იმეორებს, აჩვენებს იმ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რომელიც სანქციების წინაშე უდგას ივანიშვილს და მის რეჟიმს“ – განაცხადა აქუბარდიამ.

იტვირთბა....