ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა – ამის შესახებ ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმეს გრიფით  „საიდუმლო“ ადევს, თუმცა როგორც ბრალის დადგენილებაშია ნათქვამი, მეგის ქარდავამ რომან დუმბაძის მკვლელობა იმ მოტივით შეუკვეთა, რომ ის არის საქართველოს მოღალატე. ის ასევე მაბობს, რომ ძიება ასევე გენერალ ბორისოვის მკვლელობის შეკვეთის საქმესთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.

ვალიჯანაშვილის თქმით, ამ საქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურა რეალურად რუსულ დაკვეთებს ასრულებს და რუსეთიდან გადაგზავნილ მასალებზე დაყრდნობით ძიებას აწარმოებს. მისივე განცხადებით,  მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენების შემდეგ, მისი რომელიმე ქვეყანაში დაკავების შემთხვევაში, რუსეთს უჩნდება შესაძლებლობა, მეგის ქარდავას ექსტრადირება მოითხოვოს.

იტვირთბა....