აშშ-ის მოქალაქე, დიპლომატი და ეუთო-ს კონსულტანტი, მეგი ოსდობი კაცი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის საქართველოში არ შემოუშვეს.
„საქართველოში შემოსვლაზე უარია. არც კითხვები დასმულა, არც მიზეზები განუმარტავთ. მხოლოდ „უნდა დატოვოთ ეს ქვეყანა“ და დოკუმენტში მონიშნეს მიზეზი „სხვა“;
გულგატეხილი ვარ, რადგან 27 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვსტუმრობდი და ვეხმარებოდი ამ ქვეყანას, რომელიც მიყვარს“, – დაწერა ოსდობიმ სოციალურ ქსელში 12 ივლისის დილას, როცა, მისივე თქმით, უკან დასაბრუნებელ თვითმფრინავში ჯდებოდა.

