შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია მალმერ სტენერგარდის ცნობით, შვედეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას შვედეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სერიოზული შეშფოთება გამოუხატეს.
„ევროპის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან ერთად განცხადება საქართველოში ვითარების დამძიმების შესახებ გამოვაქვეყნე. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და დაკავება, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებები და მზარდი რეპრესიები, საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
პარასკევს, 11 ივლისს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა“, – წერს სტენერგარდი პლატფორმა X-ზე.

