ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„20 ივნისის საქმის გამოძიება კობახიძისა და გავრილოვის ჭიქების ჭახაჭუხით დაიწყონ“ – ბექა ლილუაშვილი პროკურატურის განცხადებაზე

ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, შოთა რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, რადგან ადგილზე „2019 წლის 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.“

აღნიშნულის შესახებ „მეტრონომი“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ბექა ლილუაშვილს ესაუბრა.

ლილუაშვილს ვკითხეთ – შეიძლება თუ არა, პროკურატურის ზემოაღნიშნული განცხადება გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყოს მიმართული?

„როგორც ჩანს, რაღაც სიმულაციებს აკეთებენ.

ისე, კობახიძეს არ შეეშლება, დეტალურად ემახსოვრება, ჭიქებს როგორ უჭახუნებდა გავრილოვს. ამდენად, 20 ივნისის საქმის გამოძიება კობახიძისა და გავრილოვის ჭიჭების ჭახა-ჭუხით დაიწყონ. ალბათ, იმ ქეიფის სიმულაციასაც გააკეთებენ.

ამასთან, შესაძლოა, „ოცნება“ მიხვდა, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით აღძრული საქმე აბსოლუტურად უპერსპექტივოა და ახლა სხვა საქმეზე გადმოერთვნენ.

მოკლედ, არ ვიცი, ამ ეტაპისთვის მეტს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

პროკურატრის სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.

იტვირთბა....