ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

„ორივე ქვეყანას რუსული გავლენების პრობლემა უდგას და საფრთხეების გასანეიტრალებლად, მათ ერთმანეთთან მშვიდობა სჭირდებათ“ – ზურაბ ბატიაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანზე

აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა შედგა.

როგორც სომხური მედია წერს, შეხვედრის მთავარი მიზანია საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებამდე მისვლა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

„თავად ის ფაქტი, რომ მხარეები დაჩქარებული წესით ურთიერთობენ ერთმანეთთან, არის დადებითი ფაქტი.

ცხადია, ორივე ქვეყანას ახლა რუსული გავლენების, რუსული შემოტევების პრობლემა უდგას და ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად მათ ერთმანეთთან მშვიდობა სჭირდებათ.

იმედი მაქვს, ეს პროცესი მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდება.

მართალია, ეს არ არის ადვილი – ორივე მხარეს ძალიან ბევრი რამ აქვს გადასალახი, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში მათ შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და ეს ბუნებრივია, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მიზანმიმართულად,მიზანდასახულად მიდიან მშვიდობისკენ.

რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა რჩება რუსული გავლენების ქვეშ და სულ უფრო და უფრო მეტად მიდის სახელმწიფოებრიობის გაუქმებისაკენ“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

დღევანდელი შეხვედრის შედეგების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.

იტვირთბა....