ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის ახლადგახსნილ პარკში დღეს გამთენიისას ახალდარგული ხე-მცენარეები გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი.
ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ გაიხსნა. ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის პარკთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.