ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, არ დავთმობთ თავისუფლებას” – თბილისში ქალების მსვლელობა გაიმართა

“არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, არ დავთმობთ თავისუფლებას” – პროტესტის ახალი ტალღა თბილისში – სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად თბილისში, რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეები ქალაქში ქოლგებით გადაადგილდებიან. მათი თქმით ეს არის იმის სიმბოლო, რომ ყველანი, მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთი ქოლგის ქვეშ იბრძოდნენ.

აქციის მონაწილეებს სინდისის პატიმრების დედებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, ქალებსა და დედებს ვერავინ ვერ გააჩერებს.

“გავერთიანდით ყველა დღეს ერთი ქოლგის ქვეშ გამარჯვებისთვის, თავისუფლებისთვის. გავიმარჯვებთ სახელოვნად. მოვიკითხავ ყველა სინდისის პატიმარს. გამარჯვება ჩვენია. ცვენ ვერ გაგვაჩერებთ. დედებს ვერავინ ვერ გააჩერებს,” – განაცხადა პატიმრის, ირაკლი პაპიაშვილის დედამ. 

იტვირთბა....