ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა

ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დროს დახმარებოდა. ინფორმაციას Bloomberg-ი დასავლელი უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ მოსკოვი და თეირანი პუტინის 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაახლოვდნენ.

კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ბალისტიკური და მიწა-ჰაერი კლასის რაკეტებთან დაკავშირებული კონტრაქტების ღირებულება, რომლებიც 2021 წლის ოქტომბრიდან, ანუ ომის დაწყებამდე იწყება, დაახლოებით 2.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შესყიდვები მოიცავს Fath-360-ის ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ ასობით ბალისტიკურ რაკეტას, სხვა ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ 500 რაკეტას, მიწა-ჰაერი კლასის 200-მდე რაკეტას.

იტვირთბა....