საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და გმობს მომიტინგეების მიმართ გამოვლენილ სისასტიკეს.
„ვგმობ სახელმწიფო ძალადობას, რომელიც ბრმად ესხმის თავს ირანელ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც მამაცურად მოითხოვენ თავიანთი უფლებების პატივისცემას“, – განაცხადა მაკრონმა.
მან მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა უნივერსალური მოთხოვნაა.
„ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა უნივერსალური მოთხოვნაა და ჩვენ მათ დამცველთა გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა მაკრონმა.

