ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს- როგორც ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, “საქართველოში სიტუაცია უარესდება და ისინი ვალდებულები არიან, რომ მხარი დაუჭირონ ყველა იმ პროევროპულ პარტიას, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს.“
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ “საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე.“
იუკნევიჩიანემ მზია ამაღლობელზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ის პოლიტიკური მოტივებით არის ციხეში“.
“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სავარაუდოდ, შესაფერისი დამთხვევაა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებას იმავე საღამოს განვიხილავთ, როგორც ბელარუსს. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო – ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? რომ დღეს ვილაპარაკებდით არა მხოლოდ ბელარუსებსა და ლუკაშენკოს პატიმრებზე, არამედ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის პატიმრებზე?..
ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მზია ამაღლობელის მიმართ, ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ამ დროისთვის ციხეში იმყოფება, მან დაკარგა მხედველობა და მიუხედავად ამის, ის პოლიტიკური მოტივებით ციხეშია. ჩვენ მოვუწოდებთ, გადაიდგას გადაუდებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე. საქართველოზე ფიქრობს ევროპა, ის არის ევროპის ნაწილი და მოსახლეობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს მოსახლეობა იბრძვის და ჩვენი მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ ამ ბრძოლაში,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

