ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს ვუგზავნით” – პენტაგონი

პენტაგონში ადასტურებენ, რომ ისინი, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, გააგრძელებენ უკრაინისთვის დამატებითი იარაღის გაგზავნას.

“პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს უგზავნის, რათა უკრაინელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, სანამ ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მკვლელობების შეჩერებისთვის. ჩვენი ჩარჩო, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთელ მსოფლიოში სამხედრო გადაზიდვების შეფასებას ეხება, ძალაში რჩება და ჩვენი თავდაცვითი პრიორიტეტის – “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” განუყოფელი ნაწილია”, – წერია პენტაგონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, რამდენიმე დღის წინ, სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, რა დროსაც, ტრამპმა მზაობა გამოთქვა გაეზარდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება თავდაცვითი კუთხით.

იტვირთბა....