ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნადეჟდა სავჩენკო შესაძლოა საავადმყოფოში გადაიყვანონ

ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატის, მარკ ფეიგინის განცხადებით, სავჩენკოს  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის შესაძლოა საავადმყოფოში გადაიყვანონ. ინფორმაციას რუსული სააგენტო INTERFAX ავრცელებს.

“პარასკევს მან საავადყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა, თუმცა ვიმედოვნებთ მის დათანხმებას შევძლებთ.”-განაცხადა ფეიგინმა.

მისი თქმით, უკრაინელი მფრინავი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, მშრალ შიმშილობას არ წყვეტს.

სავჩენკოს მეორე ადვოკატის ნიკოლაი პალაზოვის თქმით, სავჩენკო  თანახმაა ის უკრაინელმა ან გერმანელმა ექიმებმა მოინახულონ.

იტვირთბა....