რიჟვაძეზე იყო გარკვეული ზეწოლა და ეს არამარტო მასზე, არამედ ბიზნესმენებზეც გავრცელდება. მათი მოთხოვნა ასეთია – ბიზნესმენებმა ის ფული დააბრუნონ, რაც იშოვეს, რადგან სახელმწიფოს უჭირს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, “მეტრონომთან” განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ ეს წინასწარ განზრახული ქმედება იყო.
“თავისთავად სიტუაცია არის ისეთი, რომ ხელისუფლებაში დაიწყო ე.წ. “მაფიოზური რაზბორკები.” ადამიანებს ფულის მოტანას სთხოვენ. იმ წერილში, რომელიც გავრცელდა და მე არ ვიცი, რამდენად რიჟვაძის დაწერილია, წერია, რომ მას აბრალებენ კორუფციას.
საკითხავია, ვინ აბრალებს ამას?! ცხადია, რომ აქ ოპოზიცია არ მოაზრება. მასზე იყო გარკვეული ზეწოლა და ეს არამარტო მასზე, არამედ ბიზნესმენებზეც გავრცელდება. მათი მოთხოვნა ასეთია – ბიზნესმენებმა ის ფული დააბრუნონ, რაც იშოვეს, რადგან სახელმწიფოს უჭირს.
რამდენიმე ვარიანტია – ერთი, რასაც მე პირადად გამოვრიცხავ: ეს არ იყო წინასწარ განზრახული ქმედება. ლოგიკურია, ასე რომ ყოფილიყო, ის ცოცხალი არ იქნებოდა.
მეორე ვარიანტია, რომ იყო კამათი, რის გამოც, ახვლედიანთან საუბრის შემდეგ, მან ჩათვალა, რომ ცუდადაა საქმე და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ასევე სარწმუნოდ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იქ მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის შემდეგაც შემთხვევით დაჭრეს და შეთხზეს ის ისტორია, რაც მალევე გავრცელდა.
ამ შემთხვევის შემდეგ, მგონი, ბევრი ადამიანი და მათ შორის, ბიზნესმენი, რომელიც ბიძინასგან იღებდა თანხმობას ბიზნესის კეთებისთვის, უნდა დაფიქრდეს, რა სისტემასთან აქვს შეხება”. – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

