aviabiletebi
ჯანდაცვა

რა საშიშ ნივთიერებებს შეიცავს ენერგეტიკული სასმელი “ბუმი“ – რას აცხადებს კვების ექსპერტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რა საშიშ ნივთიერებებს შეიცავს ენერგეტიკული სასმელი და კონკრეტულად “ბუმი“ და რატომ არ აწერია გამოკვეთილად, რომ ერთზე მეტის დალევა არ შეიძლება – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ კვების ექსპერტ, პროფესორ ეთერ სარჯველაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ექსპერტი ენერგეტიკული სასმელის მავნებლობას განმარტავს:

“ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გვიყიდია ე.წ. ენერგეტიკული სასმელი, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, გვაფხიზლებს, ენერგიას გვმატებს და ხელს გვიწყობს საქმიან აქტიურობაში. ბოლო რამდენიმე თვეა, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ე.წ. ენერჯაიზერი, “ბუმი“ რომელიც სულ რაღაც ერთი ლარი ღირს, არც გემო დაეწუნება და მოცულობითაც გაცილებით დიდია – 330 მლ, მაშინ, როცა სხვა მათი “კოლეგა“ ენერგეტიკულები, რომლებიც, სულ რაღაც 250 მლ-ია და ფასიც ორჯერ და სამჯერ ძვირია.

ენერგეტიკული სასმელის მოხმარება იწვევს შეჩვევას და რაც მთავარია, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, თუ ის იაფფასიანია, ეს ნიშნავს, რომ ის სინთეზური ნივთიერებების კრებულია, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე დადებით გავლენას არ ახდენს. ენერგეტიკული სასმელის მოხმარება რეკომენდებული არ არის, დოზა ქმნის შხამს, ტურინი, რომელიც შედის ენერგეტიკულ სასმელში, არ არის ის ნივთიერება, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს. ზუსტად ეს ტურინი არის ის ე.წ. ენერგიის მიმცემი, რომელიც რეალურად ენერგიას ჩვენს ხარჯზე მოიხმარს. მისი ეფექტია ორგანიზმის უბრალო აღგზნება, სტიმულს აძლევს მას, რომ ენერგია მაქსიმალურად დაიხარჯოს.ზუსტად ეს ნივთიერება შედის “რედ ბულშიც“ და ნამდვილად არ არის კარგი და მისაღები,თუმცა აკრძალული არ არის. მე ყოველთვის ვამბობ – მნიშვნელობა აქვს დოზას“, -აცხადებს კვების ექსპერტი ეთერ სარჯველაძე.

იტვირთბა....