სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს სჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც საყოველთაო ხმის მიცემის შედეგად იქნება შეთანხმებული.
მისი თქმით, სომეხი ხალხი ქვეყნის სამართლებრივ სისტემას, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, დღემდე აღიქვამს, როგორც სხვა ხალხის მიერ განსაზღვრულს, მათი მონაწილეობის გარეშე.