ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: „კულტურის მინისტრი ნაცების დროინდელი მოდელით მოქმედებს“

სალომე ზურაბიშვილი თბილისში Check in Georgia-ს ფარგლებში გასამართ კონცერტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.  მისი განცხადებით, კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მოდელით მოქმედებს:

“რა ვქნა და არ მესმის რატომ იყო აუცილებელი ამ საარჩევნო პერიოდში იმავე მეთოდებით რასაც მიგვაჩვია გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ( სხვათაშორის დღევანდელ მინისტრის და მინისტრის მოადგილის ეასტერნ პრომოშიონის მეშვეობით !!!) უცხოელი მომღერლების ჩამოყვანით ძვირად ღირებული კონცერტების მოწყობით ამის მაინცდამაინც გამეორება?…. რა საჭიროა ამისთვის 29 მილიონის გაფლანგვა? რა ტურიზმი რის ტურიზმი?…. კულტურული ტურიზმი იმას ქვია, როცა შენი კულტურის აღმოსაჩენად ჩამოდის უცხო ქვეყნის მგზავრი … ნუთუ არ ვართ დარწმუნებული იმაში რომ ჩვენი რესურსები ტრადიციული თუ თანამედროვე ხელოვნების იმის საშუალებას გვაძლევს, რომ საინტერესო გავხდეთ მსოფლიოსთვის კარერას და რობი უილიამსის გარეშე (და ვინ ჩამოვა აქ იმათ მოსასმენლად?)

კიდევ უფრო საკვირველად მიმაჩნია შემდეგი განაცხადი: “ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებისათვის, მომღერლებისა და მუსიკოს-შემსრულებლებისათვის, მათ მთელი ზაფხულის სეზონზე შეეძლებათ, სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი.”…. იმათ უსასყიდლოდ და იმათ შემოსავალი და საქართველოს ბიუჯეტს აქედან რა მოგება ან საქართველოს კულტურას რა ხეირი? აღარ ვიკითხავ ეასტერნ პრომოშიონი აქედან რამე სარგებელს თუ შოულობს ვიცი პასუხი არ მეღირსება!

საერთოდ შთაბეჭდილება იქმნება, ან რომ კულტურის მინისტრი მხოლოდ იმ მოდელით აზროვნებს, რაც იყო ნავცების დროს მიღებული… ამ პროგრამას თუ დაუკვირდება ადამიანი ნათლად სჩანს რომ ამ უცხოელების ჩამოყვანის (ყველაზე ხარჯიანი) გადასაფარავად მოყვანილია სხვა ღონისძიებები რომლებიც ისედაც იგეგმებოდა ან დიდი ხანია ტარდება ქვეყანაში მცირე დაფინანსებით … ეს დაფინანსება არც გაზრდილა მაგრამ ლამაზად გამოიყურება ასე ჩამოწერილი მრავალი კინო თუ თატრალური ფესტივალი …

საკვირველია ხელისუფლება რატომ არ ინტერესედება რაში და როგორ იხარჯება უზარმაზარი თანხები (რითაც ძალიან დიდი საქმეების გაკეთება მართლაც შეიძლება საქართველოს კულტურის გასავრცობად) … საზოგადოება კი უნდა ინტერესებოდეს და რატომ დეტალურ პროგრამასთან ერთად არ გვაწვდიან თითო სპეკტაკლის თუ ფესტივალის ხარჯთააღრიცხვას … გამჭვირვალეობა ამას ჰქვია….

და საერთოდ რატომ ტყუილა იქმნება ხალხის სალაპარაკო და საქილიკო როცა მაშტაბური და ქვეყნისთვის სარგებელი საქმე შეიძლებოდა კეთდებოდეს….!!!“-წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში თბილის სხვადასხვა უცხოელი არტისტი ეწვევა. ბიუჯეტიდან 29 მილიონია გამოყოფილი. კულტურისა და ეკონომიკის მინისტრების განცხადებით, ეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

იტვირთბა....