ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს არის არნახული ზიანი, რომელიც ქვეყანას მიადგა. თუ საქართველოს მთავრობა ამ თანხას არ გადაიხდის, ჩვენი ქონება, რაც უცხოეთშია, ყველაფერი დაყადაღდება” – რომან გოცირიძე “ნამახვანჰესის” საქმეზე

ნამახვანჰესის საინვესტიციო პირობების დარღვევის გამო, საქართველოს მხრიდან ENKA-სთვის გადასახდელი კომპენსაცია უკვე $450 მილიონს აღემატება. საქართველომ თურქულ კომპანია ENKA-სთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო.

ეს არის არნახული ზიანი, რომელიც ქვეყანას მიადგა. თუ საქართველოს მთავრობა ამ თანხას არ გადაიხდის, ჩვენი ქონება, რაც უცხოეთშია, ყველაფერი დაყადაღდება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, “მეტრონომთან” განაცხადა.

მისი თქმით, პარიზის გადაწყვეტილება საბოლოოა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ეს არის არნახული ზიანი, რომელიც ქვეყანას მიადგა. ამ ქვეყანას ამის რესურსი არ აქვს, რომ ეს თანხა გადაიხადოს, საუბარია $450 მილიონზე, რაც მილიარდ ლარს აღემატება. $383 მილიონი უკვე პარიზის სასამართლომ დააკისრა საქართველოს და ვინაიდან საქართველომ არ გადაიხადა, აღსრულებაზე უკვე ვაშინგტონში, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურ სასამართლოში ენკამ გაასაჩივრა.

პარიზის გადაწყვეტილება არის საბოლოო და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობამ ეს არ გადაიხადა, ჩვენი ქონება, რაც უცხოეთშია, ყველაფერი დაყადაღდება. 

ეს არის არის კატასტროფული შედეგი და ამაში დამნაშავეა “ქართული ოცნება”, პირველ რიგში, ღარიბაშვილი, რომლის განცხადებამაც ეს ყველაფერი გამოიწვია.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ერთი წლით წყვეტდა ჰესის მშენებლობას –  შეიცვლებოდა პროექტი, კაშხლის სიმაღლე იქნებოდა დაწეული, რაც გამოიწვევდა ტერიტორიების ნაკლებ დატბორვას და გარდა ამისა, გამკაცრებოდა ეკოლოგიური სტანდარტები. ამით ისარგებლა “ENKA”-მ და ერთ დღეში იშოვა $450 მილიონი, რაც უნდა ეშოვა 15 წლის განმავლობაში.

ხელისუფლებამ არაფერი იღონა, რომ ეს პროცესი შეეჩერებინა, პირიქით წაახალისა. თუ რატომ გააკეთეს ეს, გამოსაკვლევია. მე შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკს ახლა არ დავიწყებ. 

ეს პროექტი ღირს 1 მილიარდი. 1 მილიარდის ჩადებული ინვესტიციის უკან ამოღების ვადა არის 15 წელიწადი, “ENKA”-ს მეორე 15 წელიწადში უნდა მიეღო დაახლოებით ნახევარი მილიარდის მოგება. ის, რაც 30 წლის განმავლობაში უნდა ეშოვა საქართველოში, მან იშოვა 30 წამის განმავლობაში. 

ამას უკან ვერაფერი დააბრუნებს. გადაწყვეტილება საბოლოოა. ეს ხალხი, ვინც დანაშული ჩაიდინა, ადრე თუ გვიან ყველა იქნება დაპატიმრებული. 

ახლა ამ მთავრობას უნდა, რომ ეს ვითარება არასამთავრობოებს გადააბრალოს, თითქოს პროექტი მათ შეაჩერეს, როდესაც პირდაპირ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალები იდგნენ ამ საქმის უკან. 

ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს, ვერც იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი, რომლის განცხადებამაც საბაბი მისცა, რომ ქვეყანას ამხელა მასშტაბური ზარალი მიდგომოდა და თურქულ კომპანიას ეხეირა.” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნამაჰვანჰესის მშენებლობა 2021 წელს შეჩერდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა.

ამ დროისთვის, კომპანია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებისთვის უკვე ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.

 

 

 

იტვირთბა....