ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.

1776 წლის 4 ივლისს, ამერიკის 13 კოლონიის წარმომადგენლებმა მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რითაც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ბრიტანეთის იმპერიასთან ომი, რომელშიც აშშ-მ გაიმარჯვა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ადამიანები თანასწორნი შექმნილან მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.

1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

იტვირთბა....