რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთის “თალიბანის” მთავრობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტი სპეციალური წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა დაადასტურა.
რუსეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან მიიღო ავღანეთის ახალი ელჩის რწმუნებათა სიგელები, რითაც ის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ქვეყნის თალიბანის მთავრობა აღიარა, – წერს reuters.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი ხედავს კარგ პერსპექტივებს ურთიერთობების განვითარებისთვის და გააგრძელებს ქაბულის მხარდაჭერას უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხებში.
მოსკოვში მდებარე ავღანეთის საელჩოდან “ისლამური საემიროს” დროშა გადმოფინეს.

