ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მოგვმართა სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

გუშინ საქართველოში ირანის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანს სოლიდარობა გამოუცხადა „ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულთა“ გამო.

აღნიშნულს ქართული საგარეო უწყება გამოეხმაურა.

„2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....