ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს.

„რეფორმებთან დაკავშირებით მაიდანზე გაცემული არც ერთი პირობა არ შესრულებულა. ჩვენ ყველას მოგვატყუეს. პრობლემა მხოლოდ იაცენიუკში არ არის, პრობლემა პოლიტიკურ კლასში და პრეზიდენტის მიდგომაშია, ქვეყნის შიდა პროცესებისა და რეფორმების მიმართ”. – განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორი მოუწოდებს პეტრო პოროშენკოს, ღია განხილვის შემდეგ ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელსაც ექნება ხალხის ნდობა. ასევე, დაუყოვნებლივ, მომდევნო რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, გაათავისუფლოს ოდესის მხარის პროკურორი ნიკოლაი სტოიანოვი და დანიშნოს ის, ვინც ხალხის ნდობით ისარგებლებს.

იტვირთბა....