ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართული ოცნება” სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

“ქართული ოცნება” სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს.

“აუდიოჩანაწერი და აუდიოჩაწერის განხორციელებაც იქნება შესაბამისად დარეგულირებული და ამ საკითხზეც გადაწყვეტილების მიღება შეეძლება იუსტიციის საბჭოს ყოველ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით. ლოგიკურიცაა, თუ ვიდეო- ფოტოგადაღებასთან რეგულაციაა, აუდიოსთან დაკავშირებითაც უნდა იყოს. ეს უბრალოდ გამორჩენილი იყო ტექსტში და ამის დაზუსტება ხდება”. – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის 28 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და შესაბამისად ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებული ახალი ცვლილებები.
ცვლილებების თანახმად, იზღუდება გადაღება სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში – ფოტო-ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია.

იტვირთბა....