ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაზარაძე და ჯაფარიძე მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ

ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ – განცხადება ამის შესახებ ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” გააკეთა.

საქმე ეხება შარაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხაზარაძე-ჯაფარიძე სასამართლომ წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ გამოაცხადა.

მოსამართლე შარაძის გამოცხადებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. კონტიტუცის, რომელიც ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, მტკიცებულებათა უტყუარ ერთობლიობას უნდა ეფუძნებოდეს – აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიღებულია მხოლოდ ვარაუდების ეფუძნება. სწორედ ამიტომ წავა ეს საქმე სტრასბურგში და სტრასბურგი აუცილებლად დაადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას”- თქვა ადვოკატმა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოპოზიციის ლიდერებს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აკერძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

იტვირთბა....