ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან ასე ახლოს, როგორც ახლა“- კაია კალასი

„ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან ასე ახლოს, როგორც ახლა“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ერევანში ვიზიტისას.
კალასმა სომხეთთან პარტნიორობის რამდენიმე მიმართულებით გაღრმავებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირი 2027 წლამდე €270 მილიონს გამოყოფს სომხეთის მედეგობისა და განვითარების გეგმის ფარგლებში.
„თუმცა, ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ საზღვრებს სცილდება. წინ მივიწევთ ვიზალიბერალიზაციის დიალოგში. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ კომისიამ მიიღო წინადადება ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ. როგორც კი ყველა პირობა დაკმაყოფილდება და პროცესი დასრულდება, ეს სომხეთსა და დანარჩენ ევროპას დააახლოებს“, — განაცხადა კალასმა.
დღესვე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში სომხეთის მონაწილეობის შესახებ
იტვირთბა....