ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში კიდევ ერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა

თურქეთის ქალაქ ჰანიში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ის პოლიციის ბაზას დაეჯახა. შედეგად 20-მდე სამხედრო დაშავდა. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა დაზიანდა. დაზიანდა ასევე ახლოსმდებარე შენობებიც. ჯერ უცნობია, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქალაქი ჰანი დიარბაკირის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული.

იტვირთბა....