ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრის თანამდებობაზე გივი მიქანაძე წარადგინა.
მანამდე, აღნიშნულ პოსტს ალექსანდრე წულაძე იკავებდა, რომელმაც გადადგომის შესახებ დღეს, სოციალურ ქსელში დაწერა.
“21-ე საუკუნეში განვითარება განათლების და მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის, როგორც მინისტრის რანგში. ის მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში იქნება. იქნება ძალიან ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, ეს ხარისხობრივი ნიშნით უმაღლესი რანგით იყოს აღნიშნული. მაქსიმალური მზაობა მაქვს, რომ ნდობა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოვახმარო და დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“ – განაცხადა მიქანაძემ.

