ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რაც მეტი იქნება წნეხი ამ მთავრობაზე, მით მეტი ადამიანი დატოვებს ადგილს და სისტემა მით უფრო მალე ჩამოიშლება” – რევაზ აფხაზავა “მეტრონომთან”

ალექსანდრე წულაძის გადადგომასთან დაკავშირებით, “მეტრონომი” განათლების ექსპერტს, რევაზ აფხაზავას დაუკავშირდა.

როგორც ლევან აფხაზავამ განაცხადა, რაც მეტი იქნება წნეხი ამ მთავრობაზე, მით მეტი ადამიანი დატოვებს ადგილს.

მისივე თქმით, მინისტრების გადადგომას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა “ქართული ოცნების” სახეა.

ამ მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს, არც საგარეო, არც საშინაო. საზოგადოებაში ამდენი უკმაყოფილება და პროტესტი ნამდვილად დისკომფორტში ამყოფებს მათ და ზუსტად ეს ადამიანები ტოვებენ თანამდებობას. რაც მეტი იქნება წნეხი ამ მთავრობაზე, მით მეტი ადამიანი დატოვებს ადგილს და სისტემა მით უფრო მალე ჩამოიშლება.

ჯერ-ჯერობით, რთულია ახალ კანდიდატურაზე საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ მათ ამ რეჟიმში მუშაობა ურთულდებათ.

როგორც ჩანს, ბევრი ცუდ საქმესთან მოუწია ამ ადამიანს ასოცირება. “ქართული ოცნება” უფრო მძიმე რეპრესიების გატარებას აპირებს და შესაძლოა, ამას ბევრი არ თანხმდება. აქ “ოცნების” რეჟიმი წყვეტს ყველაფერს, მინისტრებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა სისტემის სახეა.” – განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

შეგახსენებთ, ალექსანდრე წულაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....