დღეს სასამართლოში საქმეების განხილვა მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე მიმდინარეობს.
ახალი კანონით, იზღუდება დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება.
ცნობისთვის, 2025 წლის 28 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და შესაბამისად ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებული ახალი ცვლილებები.
ცვლილებების თანახმად, იზღუდება გადაღება სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში – ფოტო-ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია.

