ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რუანდამ და კონგომ, აშშ-ს შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

27 ივნისს, აშშ-ს შუამავლობით, რუანდამ და კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, რუანდის ჯარებმა  აღმოსავლეთ კონგო 90 დღის ვადაში უნდა დატოვონ.

„მათ ეს კონფლიქტი წლებია აქვთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ომია, რაც კი ოდესმე ვინმეს უნახავს და უბრალოდ გამიმართლა, რომ მყავდა ადამიანი, რომელმაც მისი დარეგულირება შეძლო“, – განაცხადა შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლივიე ნდუჰუნგირეჰემ შეთანხმებას გადამწყვეტი მომენტი უწოდა.

კონგოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერეზ კაიიკვამბა ვაგნერმა კი აღნიშნა, რომ შეთანხმებას ძალების დაშორიშორება უნდა მოჰყვეს.

 

იტვირთბა....