გავრცელებული ინფორმაციით, შიმშილობა სამმა აქტივისტმა დაიწყო
„შიმშილობა დაიწყეს აქტივისტებმა
ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ
გუშინვე შიმშილობა დაიწყო ელენე ხოშტარიამ და დღეს, მოშიმშილეებს შეუერთდა გედევან ფოფხაძე.
ბრძოლის ურთულესი გზა აირჩიეს, განსაკუთრებით ელენეზე ვდარდობ იმიტომ რომ ვიცი როგორ დაიზიანა ჯანმრთელობა წინა შიმშილობის დროს.
მაგრამ ეს მათი არჩევანია და პატივს ვცემ!
მადლობა მათ! მადლობა ყველას ვინც იბრძვის“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ შიმშლობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, დღეს კი მას გედევან ფოფხაძე შეუერთდა.

