საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირა.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტის 24 ივნისის სხდომაზე ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ ხმა მისცეს უნგრეთმა, თურქეთმა და სერბეთმა. საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
24 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ალან ბერსეს აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მიანიჭა. საქართველომ, რომელმაც აპრილში მხარი დაუჭირა უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ორმხრივი შეთანხმების მომზადებას, შეთანხმების ხელმოწერას შემდეგ ხმა არ მისცა.
მინისტრთა კომიტეტზე კენჭისყრის შედეგები დახურულია, თუმცა 26 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ დებატებზე საქართველოს პოზიცია ტრიბუნალის შექმნის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გაამჟღავნა.

