საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გივი თარგამაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალა.
შეგახსენებთ, იმავე საქმეზე 7-7 თვე აქვთ მისჯილი ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს, 8-8 თვე კი – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

