„ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები.
კანონპროექტის მიხედვით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედი კანონით კი, ცილისწამება განმარტებულია, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
კანონი გავრცელდება როგორც პირისპირ, ასევე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზეც.
კანონპროექტით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება.
კანონს ექნება 100-დღიანი უკუძალა, რაც ნიშნავს, რომ ის რეგულაციის ამოქმედებამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებზეც გავრცელდება.

