“ქართული ოცნება” აპირებს “გახარია – საქართველოსთვის” წევრებს დეპუტატების მანდატები შეუწყვიტოს.
ამ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 30 ივნისს იმსჯელებს.
როგორც “ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ამბობს, ამ საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ ისინი სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ.
“დღემდე არსებული ინფორმაციით, მათი მხრიდან სხდომების გაცდენა არასაპატიო მიზეზით ხდება, თუმცა საკითხი კომიტეტის მიერ გადამოწმდება. კომიტეტის მხრიდან 12-ვე პირის შემოწმება მოხდება, თუ რამდენად დაირღვა მათი მხრიდან პარლამენტის რეგლამენტი. საკითხის შემოწმების შემდეგ გაკეთდება დასკვნა. დასკვნა იმის მიხედვით მომზადება, რა მოკვლევის შედეგებიც გვექნება” – ივანიშვილის წარმომადგენელმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

