ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება”- შალვა პაპუაშვილი

ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

“ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა” – ვთქვი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩმა, პოლიციელზე თავდამსხმელს, დემონსტრაციულად, სოლიდარობა გამოუცხადა. ეს გაფრთხილება ზუსტად ორ დღეში ახდა.

კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება”, – წერს შალვა პაპუაშვილი და აზიარებს კადრებს.

იტვირთბა....