„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის გამო, 4 000 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს.

