ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად გიორგი გახარიასი ეშინია“ – ბექა ლილუაშვილი „მეტრონომთან“

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას საქმის შესახებ „მეტრონომი“ აღნიშნული პარტიის წევრს, ბექა ლილუაშვილს დაუკავშირდა.

ჩვენ პოლიტიკოსს ვკითხეთ – რა შეიძლება მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ“ იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი გახარია საქართველოში არ დაბრუნდება, რა მოლოდინებია ამ მხრივ პარტიაში?

„ქართული ოცნებისგან“ გასაკვირი არაფერი აღარ არის. მათი ქმედება არ ექვემდებარება ლოგიკას და მით უმეტეს, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოს, ამიტომაც ყველაფერია მოსალოდნელი.

თუმცა მათი გადაწყვეტილებები ჩვენს გაწყობაზე გავლენას არ ახდენს. ჩვენ მზად ვიყავით ბრძოლისთვის“, – გვიპასუხა ლილუაშვილმა.

ასევე, „მეტრონომმა“ მას ჰკითხა – რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ არსებული ინფორმაციით, გახარიას ბრალდების მხარე ედავება ისეთ საქმეზე, რომელიც,  სხვა პოლიტიკური ლიდერების საქმეებს შორის, ყველაზე გრძელვადიან სასჯელს ითვალისწინებს?

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად გიორგი გახარიასი ეშინია.

არიან პოლიტიკური დევნილები, რომელთაც რამდენიმე თვე შეუფარდეს, გახარიას კი აბსოლუტურად აბსურდულ საკითხზე თეთრი ძაფით უკერავენ 15-20-წლიან საქმეს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გახარიას საქმესთან დაკავშირებით, 14 ივნისს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.“

იტვირთბა....