ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა “ქართული ოცნება” ქვეყანას მიათრევს ირანისკენ და რუსეთისკენ” – პაატა მანჯგალაძე “მეტრონომთან”

“მეტრონომი”  “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს ესაუბრა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით.

პაატარა მანჯგალაძის თქმით, “ქართული ოცნება” ამ ხერხით ცდილობს, რომ საქართველო საბოლოოდ დაატყვევოს და დაუკარგოს ევროპისკენ მიმავალი გზა.

მისივე თქმით, ლიდერების დაკავებით “ოცნება” ხალხს ანიშნებს, რომ ყველას დაიჭერს.

რეჟიმმა საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოს დატყვევება. მისი მიზანია, საქართველო არ წავიდეს ევროპისკენ და არ განვითარდეს. მას უნდა, რომ ქვეყანა ჭაობად გადააქციოს.

ვხედავთ, რომ აბსურდული მიზეზებით დააკავეს შვიდივე ლიდერი.

“ქართულ ოცნებას” ძალაუფლება სჭირდება ხალხის ძარცვისთვის და ვინც ამას ეწინააღმდეგება, აკავებს.

გიორგი ვაშაძეს დანაშაული რომ არ ჩაუდენია, ეს ხომ ფაქტია? კაცმა სამ ქვეყანაში ჩაატარა იუსტიციის რეფორმა და ასეთ კაცს აკავებენ.
და საქმეს ვინ აკეთებს? ზარქუა თუ გურამ მაჭარაშვილი?
მათ უნდათ, რომ ხმა არ ამოიღოს არავინ, ამით ამბობენ, რომ ლიდერი მყავს დაჭერილი და შენ ვინ ხარ რომ არ დაგიჭირო?!

საქართვრლოს აქვს პერპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი და იყოს დაცული ქვეყანა, თუმცა ესენი ქვეყანას მიათრევენ ირანისკენ და რუსეთისკენ.” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....