თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, „ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაზე ძლიერად უპასუხონ თეირანის ცენტრში ინტენსიური დარტყმებით“.
ცნობისთვის, ირანმა ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადა.

