მთავარია ერთიანები ვიყოთ, ჩემი და ერთეული ადამიანების პატიმრობა არაფერია. მთელი საქართველო ჰყავს დაპატიმრებული „ქართულ ოცნებას“, საქართველოს განთავისუფლებისთვის ვიბრძვით, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია ერთიანობა და საქართველოს “ქართული ოცნებისგან” განთავისუფლება.
„ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, დროის საკითხია დღეს იქნება გადაწყვეტილება, ხვალ თუ ზეგ. რეჟიმის ხელშია ეს დრო, ჩვენს ხელშია ერთიანობა, ბრძოლა, წინააღმდეგობა, ურყეობა, რათა საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ. მთავარია ერთიანები ვიყოთ, ჩემი და ერთეული ადამიანების პატიმრობა არაფერია. მთელი საქართველო ჰყავს დაპატიმრებული „ქართულ ოცნებას“, საქართველოს განთავისუფლებისთვის ვიბრძვით. ბოლომდე ვიბრძვით, ვნახოთ დღეს იქნება თუ არა გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს.
ვაშაძე სხდომას არ ესწრება.

