უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტი პარლამენტს დაშლის.
სავარაუდოდ საპარლამენტო კოალიცია ხვალ შეიქმნება და მასში ორი პარტია შევა: არსენი იაცენუკის სახალხო ფრონტი და პეტრო პოროშენკოს ბლოკი. პრემიერის პოსტს კი რადას მოქმედი სპიკერი ვლადიმერ გროისმანი დაიკავებს.
ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტში პოსტებს შეინარჩუნებენ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები. უკრაინული მედიაზე დაყრდნობით ტელეკომპანია “რუსთავი 2” წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი მთავრობაში გადაინაცვლებს, მის პოსტს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაიკავებს. გენერალური პროკურორის თანამდებობა პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრს იური ლუცენკოს შესთავაზეს. ის აცხადებს, რომ მზადაა ამ წინადადებას დათანხმდეს, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს.