დღეს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელსა და ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასევე დღეს გამოცხადდა ზურა გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც. მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს – არსებულ ვითარებას “მეტრონომთან” პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აფასებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკური ოპონენტების ზეწოლით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
მისივე თქმით, “ოცნების” მიზანია ოპოზიციური პარტიების ლიდერის გარეშე დარჩენა.
“ქართული ოცნების მიზანი არის, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს, პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების ზეწოლით. მათთვის მთავარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს პრობლემები შეექმნას ლიდერების გარეშე.
ზეწოლა არა მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეებისკენაა მიმართული, არამედ სამოქალაქო სექტორზეც.
სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში 30-ზე მეტი ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი.
არ არის გამორიცხული, რომ ამ დაკავებებით “ოცნებამ” პრეცედენტი შექმნას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს აიძულოს დათმობებზე წავიდნენ. ეს სხვა არაფერია,თუ არა ძალაუფლების დემონსტრირება “ქართული ოცნების” მხრიდან” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

