300-ზე მეტი მასწავლებელი ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას ითხოვს და განცხადებაზე ხელს აწერს.
„მასწავლებლები მოვითხოვთ, ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს, შეეცვალოს მის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა – პატიმრობა, სხვა უფრო მსუბუქი ფორმით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, ჯეროვნად შეასრულოს მშობლისა და მასწავლებლის მოვალეობები“ – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმა.
სასამართლომ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული ქმედება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

