ცხინვალი ოკუპირებული ტერიტორიაა და ე.წ. რეფერენდუმი არალეგიტიმურია, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას:
”ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება. ძალიან ხშირად თვითონ თიბილოვი აღნიშნავს, რომ თითქოს ოსი ხალხის პირველი ამოცანა – დამოუკიდებლობა, არის მიღწეული, ხოლო მეორე ამოცანა და ოცნება არის რუსეთთან შეერთება. ეს თავისთავად წინააღმდეგობრივია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს პროცესი მთლიანად გამოიყენება ერთი დანიშნულებით – ეს არის საქართველოს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა.
პოლიტიკურად ეს განწირულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მათი პოზიცია არის ცალსახა – ეს არის არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ეს ე.წ. რეფერენდუმი პრაქტიკაშიც ვერანაიარად ვერ დაუკავშირდება ვინმეს ნებას, იმიტომ, რომ ეს რეგიონი ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისგან. 90-იანი წლების კონფლიქტამდე მოსახლეობის 80% დღეს აღარ ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში, აქედან უმეტესობა გამოდევნილია, მაგრამ სხვებმა დატოვეს იმიტომ, რომ არის თვითოზილირებული რეგიონი”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.
შეგახსნებეთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.