ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მხარი დაუჭირა – ინფორმაციას გამოცემა The Telegraph ავრცელებს. ჰორმუზის ბლოკირება შეუზღუდავს აშშ-ს სამხედრო გემების სპარსეთის ყურიდან გასვლის შესაძლებლობას.
ჰორმუზის სრუტე უმნიშვნელოვანეს მარშრუტს წარმოადგენს. მსოფლიოში ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი, დღეში 17-18 მილიონი ბარელი, ჰორმუზის სრუტეზე გადის, რაც მას გლობალური ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანს ხდის.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანში სამ ბირთვულ ობიექტს შეუტია. აღნიშნულის შესახებ თავის სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა. მისივე თქმით, ამერიკამ “ძალიან წარმატებული იერიში” მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი – ფორდო – განადგურებულია.

