ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“შეაჩერეთ ომის ტრაგედია“ – რომის პაპი ლეო XIV

“შეაჩერეთ ომის ტრაგედია“ – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ ს 22 ივნისს, საკვირაო წირვაზე განაცხადა.

“საერთაშორისო საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს მორალური პასუხისმგებლობა, შეაჩეროს ომის ტრაგედია, სანამ ის გამოუსწორებელ უფსკრულად გადაიქცევა“ – თქვა მან.

მისი თქმით, ვერცერთი შეიარაღებული გამარჯვება ვერ აანაზღაურებს დედების ტკივილსა და ბავშვების მოპარულ მომავალს.

“დაე, დიპლომატიამ გააჩუმოს იარაღი, ერებმა კი მშვიდობისკენ ძალისხმევით დასახონ საკუთარი მომავალი და არა ძალადობითა და სისხლიანი კონფლიქტებით” – დასძინა მან.

იტვირთბა....