ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე, როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს 1-1 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

„რადიო მარნეულის” ცნობით, მარნეულში, ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე, 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ წითლაურმა გამოაცხადა.

როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) მუხლით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობდა.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იტვირთბა....