“რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო ფრაქციისთვის სახელწოდების შეცვლას გეგმავს. მომავალში ფრაქციას “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” ნაცვლად, “რესპუბლიკელები” ერქმევა.
“ჩვენი განცხადების შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ დღეს პროცედურები, ვაცნობეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ ფრაქციის სახელწოდება ამიერიდან იქნება „რესპუბლიკელები“. ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია“.-განაცხადა “რესპუბიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, სახელწოდების ცვლილება არ ნიშნავს, იმას რომ „რესპუბლიკელებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა ან კოალიცია უკვე დატოვეს.