ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აშშ-ში აივ-ინფექციის ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა Gilead Sciences-ის ვაქცინა ლენაკაპავირი, აივ-ინფექციის პრევენციისთვის. ვაქცინა წელიწადში ორ ინექციას მოიცავს.

შტატებში პრეპარატი გაიყიდება (ბრენდის სახელწოდებით Yeztugo) და მისი ფასი წელიწადში 28,218 აშშ დოლარი იქნება.

ლენაკაპავირი გასულ წელს მასშტაბურ კვლევებში თითქმის 100%-ით ეფექტური აღმოჩნდა აივ-ინფექციის პრევენციისთვის.

Yeztugo „იმდენად ეფექტური იქნება, რამდენადაც ხელმისაწვდომია“, – განაცხადა შიდსის კვლევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ რობერტ ფროსტმა განცხადებაში, რომელშიც მოუწოდა Gilead-ს და აშშ-ის მთავრობას, უზრუნველყონ, რომ ლენაკაპავირის მსურველებმა შეძლონ მისი მიღება

„გილეადმა“ განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს თანაგადახდით დახმარებას დაზღვეული პირებისთვის და შესაძლოა, პრეპარატი უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი დაუზღვეველი პირებისთვის განკუთვნილი პროგრამის ფარგლებში.

იტვირთბა....